ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ ექსპერიმენტული, მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პროფესიონალურ არქიტექტურული მაკეტების დამზადებას, და სხვა ციფრულ სერვისებს.

ჩვენი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ საკუთარი იდეები რეალობად აქციოთ. X-LAB-ი გთავაზობთ შემდეგი ტიპის მომსახურებას: დიზაინს, 3D ბეჭდვას და ციფრულ ფაბრიკაციას (ლაზერით ჭრა, რუტერი და 3D მომსახურება).

ჩვენი მიზანია დღეისთვის არსებული უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შექმნა. ჩვენი დანადგარები მუდმივად კონტროლდება, რაც საშუალებას გვაძლევს, თქვენი მოთხოვნა მაღალი ხარისხითა და სიზუსტით უმოკლეს ვადებში შევასრულოთ.

დამხმარე მოწყობილობები და სისტემები

ჩვენ გვაქვს სპეციალური გარემო, სადაც მკაცრად კონტროლდება ტემპერატურა და მტვერი. უმაღლესი ხარისხის პროდუქციის დასამზადებლად აუცილებელია:

  • ჰერმეტული ოთახი ლაზერის და რუტერისთვის
  • სპეციალური მტვრის ამწოვი სისტემა, რუტერისთვის.
  • ზედაპირების შეღებვისა და დამუშავებისთვის განკუთვნილი სივრცე
  • სპეციალური მასალის შესანახი სისტემა

დანადგარები

ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტია და ჩვენი დანადგარები ამის მაგალითია:

  • Co2 ლაზერი 150 ვატის სიმძლავრით და X=1000მმ Y=600მმ სამუშაო ზომით
  • 3 -ღერძიანი რუტერი, X=2400მმ Y=1200მმ Z=300მმ სამუშაო ზომით
  • Markforged 3D პრინტერი X=320მმ Y=132მმ Z=154მმ სამუშაო ზომით

პროგრამული გამოცდილება

ჩვენ გუნდს აქვს მრავალფეროვანი პროგრამული ცოდნა, დაწყებული Adobe illustrator-ით და დამთავრებული Unreal engine 4-ით.

  • Adobe-ის სრული პაკეტი
  • Autocad
  • Rhino
  • Micro Station
  • Unreal engine 4