ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ ექსპერიმენტული, მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პროფესიონალურ არქიტექტურული მაკეტების დამზადებას, და სხვა ციფრულ სერვისებს. ჩვენი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ საკუთარი იდეები რეალობად აქციოთ.

X-LAB-ი გთავაზობთ შემდეგი ტიპის მომსახურებას: დიზაინს, 3D ბეჭდვას და ციფრულ ფაბრიკაციას (ლაზერით ჭრა, რუტერი და 3D მომსახურება). ჩვენი მიზანია დღეისთვის არსებული უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შექმნა.

ჩვენი დანადგარები მუდმივად კონტროლდება, რაც საშუალებას გვაძლევს, თქვენი მოთხოვნა მაღალი ხარისხითა და სიზუსტით უმოკლეს ვადებში შევასრულოთ.

// ჩვენ შესახებ

არქიტექტურული მოდელები დაგვიკავშირდით GET IN TOUCH Architectural Modelmaking

არქიტექტურული მოდელები

ციფრულმა რევოლუციამ შეცვალა არქიტექტურული და დიზაინ სამყარო, შესაბამისად  იქს ლაბი ცდილობს დაეხმაროს არქიტექტორებს დაამყაროს კავშირი ფიზიიკურ სამყაროსთან მაკეტების სახით.

დაგვიკავშირდით პროტოტიპები

პროტოტიპები

იქს-ლაბი ეხმარება დიზაინერებს და სპეციალისტებს, რომ მათი იდეები აქციოს პიზიკურ ფორმად; ჩვენ ვიყენებთ სხვა და სხვა ტექნიკას და მიდგომას ამის განსახორციელებლად.

თუ გაქვთ იდეა, მაგრამ არ გაქვთ შესაბამისი პროგრამული ცოდნა, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ. მოგვაწოდეთ თქვენი იდეა – ტექსტის ან ჩანახატის სახით. ჩვენ მას განვიხილავთ და დაგიკავშირდებით.

ჩვენ ყოველთვის მივისწრაფით იდეალური შედეგისკენ. მასალას ვჭრით და ვამუშავებთ აპარატით, თუმცა ასევე გთავაზობთ ხელით დამუშავებას და შეღებვას. თუ გაქვთ მაღალი მოთხოვნები X-Lab თქვენთვის არის შექმნილი.

Slide Slide Slide Slide ლაზერზე ჭრა/ამოტვიფრვა დაგვიკავშირდით

ლაზერზე ჭრა/ამოტვიფრვა

X-Lab-ში, ჩვენ ვმუშაობთ მოდიფიცირებულ 150 ვატიან Co2 სისტემაზე, რომელიც გამოირჩევა საუკეთესო ჭრის ხარისხით და სიზუსტით, ამავდროულად არის ნაკლებად ხარჯიანი და სწრაფი. ჩვენ შეგვიძლია დაგიმზადოთ როგორც ინდივიდუალური დეტალი, ასევე დიდი შეკვეთა. ჩვენ ვჭრით: ხეს, ფანერას, პლასტიკატს, ქაღალდს, ტყავს და სხვა მასალებს. ჩვენ ამოვტვიფრავთ/დავბეჭდავთ: ქვაზე, ხეზე, და სხვა მასალებზე.

Slide Slide Slide Slide რუტერით მომსახურება დაგვიკავშირდით

რუტერით მომსახურება

გსურთ დიდი დეტალების დაჭრა? ჩვენი 3-ღერძიანი რუტერი ამაში დაგეხმარებათ. რუტერის სამუშაო ზომაა 2400მმx1200მმ და მასზე შესაძლებელია როგორც დაჭრა, ასევე 3D გრავირება.

Slide Slide Slide Slide დაგვიკავშირდით 3D ბეჭდვა

3D ბეჭდვა

X-Lab გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის 3D პრინტინგს. ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე პარამეტრული დიზაინის პროგრამისტებთან და 3D პრინტერების ცნობილ მწარმოებლებთან, რაც შესაძლებელს ხდის ნებისმიერი კომპლექსური ამოცანის გადაწყვეტასა და რეალიზებას.